საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 22:03 | 02.06.2022
ნანახია: 648

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა 2022-23-ის პირველი შეხვედრა თბილისში გამართა და გიბრალტარი დიდი სხვაობით დაამარცხა.

პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მე-12 წუთზე გაიტანა. 32 წუთზე ანგარიში 2-მდე გურამ კაშიამ გაზარდა.

მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი იყო, თუმცა ბოლო წუთებზე საბა ლობძანიძემ პირველი პასი ჯერ გიორგი მიქაუტაძეს მისცა, რომელმაც სტუმართა კარში მესამე ბურთი შეაგდო, შემდეგ კი - ვაკო ყაზაიშვილმა საბოლო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

5 ივნისს საქართველოს ნაკრები რაზგრადში ბულგარეთს ესტუმრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე