გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 24.02.2016
ნანახია: 1338

ჩემთვის პატივია გამოვხატო ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ კიდვ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების  ერთიანი ძალისხმევით, ისტორიული კავშირი და ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება  ჩვენი ერებისსასარგებლოდ.

ვსარგებლობ რა შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისსაკითხში.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები და ვუსურვო მეგობარ ესტონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე