დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:42 | 30.09.2015
ნანახია: 1789

30 სექტემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ტრადიციულად, 13 საათზე დაიწყება.

30 სექტემბერი-2 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი "2016 წელს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა" დაემატა. 

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტსა და გამომდინარე კანონპროექტებს მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღებს. პარლამენტი განიხილავს ასევე "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმების (N07-2/381, 07.09.2015) რატიფიცირებიდან გამომდინარე კანონპროექტებს.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გიორგი ფანგანის კანდიდატურას. 
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე