თურქმა სამხედროებმა ქურთი მებრძოლები გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 24.02.2016
ნანახია: 1973

თურქმა სამხედროებმა ქურთების მუშათა პარტიის 12 მებრძოლი გაანადგურეს. ანტიტერორისტული ოპერაცია შირნაკის პროვინციის ქალაქ იდილში ჩატარდა.
სააგენტო DHA-ს ინფორმაციით, ძალოვანების შეტავა მიმართული იყო მებრძოლთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც იდილის ცენტრში შეღწევას ცდილობდნენ. ამ რაიონში 16 თებერვლიდან კომენდანტის საათი მოქმედებს.

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქურთებით დასახლებულ რიგ რეგიონებში კომენდანტის საათი ჯერ კიდევ დეკემბერში შემოიღო.

ძალოვანებსა და მებრძოლებს შორის შეტაკებები დიარბაქირში დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში მათ შორის დაპირისპირება იდილშიც გამწვავდა. თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, დეკემბრიდან ანტიტერორისტული ოპერაციის რაიონებში 1000-მდე ქურთი მებრძოლია ლიკვიდირებული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე