კომუნალურ ვაუჩერებს ყველა თბილისელი ვეღარ მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 24.02.2016
ნანახია: 1750

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერებს თბილისში ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, წლების მანძილზე, კომუნალური ვაუჩერი ერიცხებოდა თბილისის იმ მოქალაქეებს, რომელსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდა და საერთოდ არ იცოდა, რომ ამ შეღავათით სარგებლობდა. დიდხანს მიდიოდა ამ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში. გასულ კვირას, თბილისის მერია საკრებულოში ინიციატივით შევიდა, რომ მიიღონ ვაუჩერები მხოლოდ იმ ოჯახებმა, ვისაც სოციალურ ბაზაში 200 ათასზე ნაკლები ქულა გააჩნია. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე უფრო შეჭირვებულები არიან და რეალურად არამარტო კომუნალური სუბსიდიის, სხვა სოციალური პროგრამებითაც სარგებლობენ. თუ მოქალაქეები მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია, ყველა ისარგებლებს ამ შეღავათით. ასე რომ, ამ მიმართულებით თანხები უფრო მინზობრივად და ეფექტურად იქნება მიმართული, ხოლო დანარჩენი თანხა ბიუჯეტში მოთხოვნილებების შესაბამისად გადანაწილდება” – განაცხადა ჩივიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე