შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპმა კიდევ ერთ შტატში გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 24.02.2016
ნანახია: 1522

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ნევადაში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. როგორც ”ბი ბი სი” იტყობინება, წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 42 პროცენტი მოაგროვა. ნიუ ჰემფშირისა და სამხრეთ კაროლინის შემდეგ, ეს მილიარდერი ბიზნესმენისთვის ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მეორე ადგილის დასაკავებლად  სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი იბრძვიან. ნევადის შიდაპარტიულ არჩევნებში ამომრჩევლის რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე