ნეპალის მთებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს, ყველა მგზავრი დაღუპულია

საქართველო, თბილისი - 13:32 | 24.02.2016
ნანახია: 1611

ნეპალის მთებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაგნეს. ბორტზე მყოფი 23 მგზავრიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტი მთლიანად დამწვარია.

შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის თვითმფრინავი ნეპალის მთებში დღეს გამთენიისას დაიკარგა.

კომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა. მასთან კავშირი აფრენიდან 18 წუთის შემდეგ შეწყდა. ნეპალის ხელისუფლების განცხადებით აეროპორტებს შორის არ იყო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, სადაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას შეძლებდა.

ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 20 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. მგზავრებს შორის ერთი ჩინეთის და ერთიც კუვეიტის მოქალაქე იყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე