სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 24.02.2016
ნანახია: 1307

24 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 266 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15,250 პროცენტით, მაქსიმალური 15,750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 15,478 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10,500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე