მომავალ წელს გუდაურში რედისონის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება

საქართველო, თბილისი - 12:27 | 24.02.2016
ნანახია: 1568

2017 წელს კომპანია ,,Red-co” გუდაურში რედისონის  ხუთ ვარსკვლავიან გახსნის.   სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით რედისონის წარმომადგენლებმა კარლსონ რეზიდორმა, დევიდ ჯენკინსმა  და  კომპანია ,,Red-co”- ს  დირექტორმა  მირიან ქათამაძემ ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერეს  ხელი.

პროექტის ფარგლებში კომპანია 15 მილიონი დოლარის ინვესტირებას  მოახდენს. 

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმროს კორპუსის მშენებლობა და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

სასტუმროში განთავსდება 105 ნომერი, ასევე რამდენიმე რესტორანი, სპა, ღია და დახურული საცურაო აუზი და ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა,  რაც მაღალი კლასის სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.

კომპანია ,,Red-co”-ში  იმედოვნებენ, რომ   ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გუდაურში პირველად გაიხსნება, კურორტს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი დამსვენებლებისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე