25 თებერვალს, კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, კონფერენცია „კონკურენციის სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა“, გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:25 | 24.02.2016
ნანახია: 1387

 

„კონკურენციის სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა“, - ამ თემაზე 25-26 თებერვალს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიისა და ლიტვის კონკურენციის ექსპერტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება. კონფერენციაზე, რომელიც, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტის (TAIEX) ფარგლებში, სასტუმრო “კრონ პალას თბილისში” ჩატარდება, ევროპის კონკურენციის კანონმდებლობასთან საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დაახლოებასა და ჰარმონიზაციაზე იმსჯელებენ. შეხვედრას ევროკავშირის, დარგობრივი მარეგულირებლების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ეკონომიკური საბჭოს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი დაესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე