უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იაცენიუკი შესაძლოა ტურჩინოვმა შეცვალოს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 24.02.2016
ნანახია: 1656

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა შეცვალოს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ”ვესტი” პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ტურჩინოვის კანდიდატურას მხარს ხუთი საპარლამენტო პარტია დაუჭერს.
გამოცემისვე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ დროისათვის კონსულტაციები მიმდინარეობს. მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა უმაღლესი რადის სპიკერის ვლადიმერ გროისმანისა და ფინანსთა მინისტრის ნატალია იარესკოს კანდიდატურები.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე