დავით ნარმანია: თბილისში ცალკეულ ნაწილებში დაირგვება ტანმაღალი ხეები

საქართველო, თბილისი - 12:00 | 24.02.2016
ნანახია: 1531

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა თბილისის გამწვანების გეგმებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ, ის ტერიტორიები დაასახელა, სადაც ხეები დაირგვება.

მისი განმარტებით, უკვე შერჩეულია ტერიტორიები, სადაც განხორციელდება ხე-მცენარეების საგაზაფხულო დარგვები. მათ შორის, ოქროყანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები. ასევე მახათას მთის მიმდებარედ, სადაც, თბილისის მერის თქმით, მოხდება ხეების მასიური დარგვა.

„მინდა გითხრათ, რომ შარშანდელის მსგავსად,  ჩვენ წელსაც საკმაოდ მასშტაბურ გამწვანებით ღონისძიებებს ვგეგმავთ. უკვე შერჩეულია ტერიტორიები, სადაც დავრგავთ მოცულობითი რაოდენობის ნერგებს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე, ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები და ახლა დაიწყება ტყის აღდგენითი ღონისძიებები. დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრალების გასწვრივ, სკვერებსა და პარკებში დაირგვება ტანმაღალი ხეები,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე