აშშ-ში ტორნადოს სამი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 24.02.2016
ნანახია: 1597

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის სამხრეთით ძლიერი ტორნადოს შედეგად.

ხელისუფლების ცნობით, ტორნადომ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ლუიზიანას, მისისიპისა და ფლორიდის შტატებს.

ორი ადამიანი, რომლებიც ავტოფურგონებში იმყოფებოდნენ, სამხრეთ ლუიზიანაში დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი სტიქიას მისისიპის შტატის ქალაქ პერვისში ემსხვერპლა.

მეტეოროლოგების პროგნოზით სტიქიამ შესაძლოა მოიცვას ალაბამასა და ჯორჯიის შტატებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე