აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ვიზიტორებს განახლებულ რუკებს შესთავაზებს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 24.02.2016
ნანახია: 2396

ზაფხულის სეზონზე ტურისტებს აჭარის განახლებული რუკებისა და გზამკვლევების გამოყენების საშუალება ექნებათ. პროექტებზე მუშაობა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაიწყო. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, წინა წელს არსებულ ბათუმის რუკას განახლებისას მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა დაემატება, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებასა და ორიენტაციას გაუმარტივებთ. გარდა ამისა, იგეგმება სამი რუკის ერთში განთავსება, რაც ბათუმის, აჭარისა და საქართველოს რუკების გაერთიანებას გულისხმობს.

წინა წლის მსგავსად ასევე დაგეგმილია ბათუმის, აჭარის სამენოვანი გზამკვლევის დაბეჭდვაც, რომელიც წარმოადგენს მოკლე, პრაქტიკულ და ტურისტების საჭიროებებზე მორგებულ ძირითად გზამკვლევს. ის მოიცავს სრულ ინფორმაციას აჭარის ღირსშესანიშნაობების, მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის, კულინარიის, სასტუმროების, გასართობი ცენტრებისა და რესტორნების, ასევე ობიექტებზე მისვლის მარშრუტებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გარდა ამისა, გზამკვლევში შეყვანილია რეგიონში მოგზაურობისათვის სასარგებლო რჩევები და თემატური რუკები. რუკებიცა და გზამკვლევიც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება, სადაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოყენების საშუალება ექნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე