მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტრო დაგინანსებას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 24.02.2016
ნანახია: 1279

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტრო დაგინანსებას მიიღებს. მთავრობის №210 განკარგულების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევის, აგრეთვე აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ხსენებულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, სარეზერვო ფონდიდან 200 ათასი დოლარი გამოიყოფა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს პროკურატურას გამოეყოფა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე