ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 24.02.2016
ნანახია: 1539

ნეპალის მთებში დაიკარგა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 21 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

კომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა. მასთან კავშირი აფრენიდან 18 წუთის შემდეგ შეწყდა. ნეპალის ხელისუფლების განცხადებით აეროპორტებს შორის არ არის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, სადაც თვითმფრინავს ავარიული დაშვების განხორციელებას შეძლებდა.

ძებნითი სამუშაოები, რომელშიც ვერტმფრენები არიან ჩართული, ამინდის ცუდი პირობების გამო გართულებულია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე