მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით 216 ათას 334 დოლარის დაფინანსება მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:35 | 24.02.2016
ნანახია: 1240

მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით 216 ათას 334 დოლარის დაფინანსება მიიღო. როგორც მთავრობის №212 განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 216 334 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ლარი გამოიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე