დააკავეს სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშებიდან 142 630 ლარი მიითვისა
საქართველო, თბილისი - 21:03 | 18.05.2022 ნანახია: 196
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.
პოლიტიკა
- მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები - კახა ოქრიაშვილი
- შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, "ცუნამის" მსგავსი - ივანე ჩხაიძე
- ევროკავშირის ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, საქართველო, რომ ჩაერთოს ომში, გარანტირებულად მიიღებს სტატუსს - კობახიძე
- „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს
- Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია
- მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას იმართება, ხმაური და დაპირისპირება იყო
ეკონომიკა
- "გალტ & თაგარტის" ხელშეწყობით "კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში" მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
კონფლიქტები
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა
- ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
- ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა