ბრიტანეთის ელექტროსადგურზე ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 09:46 | 24.02.2016
ნანახია: 1542

ძლიერი აფეთქება მოხდა ელქტროსადგურის ტერიტორიაზე ბრიტანეთის ოქსფორდშირის საგრაფოში.

ბი-ბი-სი-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, სამი ადამიანის პოვნა კი მაშველებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

აფეთქების შედეგად ელექტროსადგურზე მდებარე შენობის ნაწილი დაინგრა.

ინციდენტის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ექვსი ბრიგადა, საგანგებო სიტუაციების მართვის ორი ვერტმფრენი და სამაშველო ჯფუფები.

შემთხვევა ძველი ელეტქროსადგურის ტერიტორიაზე მოხდა, რომელც 2013 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე