ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 29.09.2015
ნანახია: 1805

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი  -  გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 30 სექტემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3816 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6736 ლარი ღირს.

შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0100 პუნქტით გაუფასურდა.

29 სექტემბრის, მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3827 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6636 ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე