კახა კახიშვილი თურქეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:45 | 23.02.2016 ნანახია: 1464სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრის მოადგილის იუქსელ ქოჯამანის ხელმძღვანელობით იმყოფება, მის შემადგენლობაში კი, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების და დაკავების ცენტრების, ასევე, საერთაშორისო სამართლის და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები შედიან.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და უწყების წარმომადგენლები, ასევე, თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაესწრნენ.
კახა კახიშვილმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის, სასჯელაღსრულების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გაუსვა ხაზი. მინისტრმა თურქულ მხარეს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში თანამშრომლობის კუთხით მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.
ამასთან, კახა კახიშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფი თურქეთის მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულების და პრობაციონერების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროისთვის, ქართულ ციხეებში თურქეთის მოქალაქე 85 მსჯავრდებული/ბრალდებული იმყოფა, მათ შორის, 5 N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში.
„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის დეტალები. ჩვენ თურქეთის იუსტიციის სამინისტროსთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ხელი შეუწყო თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე პატიმრებისთვის წიგნების, ხატების, სანთლების გადაცემას. დელეგაციის წევრები საქართველოს ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობით დაინტერესდნენ და მათ ექნებათ საშუალება უშუალოდ შეხვდნენ თურქეთის მოქალაქე მსჯავრდებულებს. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარებაზე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იუქსელ ქოჯამანიმ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თურქეთის შესაბამისი უწყების სასწავლო ცენტრში საქართველოს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადება შესთავაზა. მისი თქმით, გარდა ამისა, ისინი მზად არიან საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას შესაძლებლობის ფარგლებში, მათთვის საინტერესო ყველა სფეროში აღმოუჩინონ დახმარება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობებია და ორივე მხარის სურვილია თანაშრომლობა მართლმსაჯულების, სამართლის, პენიტენციურ სფეროებშიც გაღრმავდეს.
ამასთან, კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს პრობაციის სისტემის მუშაობის კუთხით ქართული გამოცდლების გაზიარება შესთავაზა. თურქეთში პრობაციის სამსახურის რეფორმირებასა და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თუქრეთში ვიზიტის დროს შედგა საუბარი. ქართული მხარე მზადაა აღნიშნული მიმართულებით თურქ კოლეგებს მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში თურქეთის მოქალაქე პრობაციონერების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებზე, რათა დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთის მოქალაქეს აღარ მოუწიოს საქართველოში პრობაციონერობა და პირდაპირ მოხდეს მისი დეპორტირება სამშობლოში. ანალოგიური საკითხი დგას თურქეთშიც, საქართველოს მოქალაქე პრობაციონერებთან მიმართებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს თურქი ეროვნების მსჯავრდებულებისთვის დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნას. ისინი შეძლებისდაგვარად არიან ერთ საკანში განთავსებული, რათა არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა. ასევე, აქვთ ლოცვის და რელიგიური რიტუალების შესრულების, სულიერ მოძღვართან შეხვედრის საშუალება. თურქეთის მოქალაქე პატიმრები მუდმივად ხვდებიან მათი ქვეყნის დიპლომატიურ თუ საკონსულო წარმომადგენლებს; მათთვის ხელმისაწვდომია კვების შესაბამისი რაციონი და ა.შ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთს გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა. თურქეთის იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე კახა კახიშვილმა თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების პირობების გაუმჯობესების საკითხი დააყენა. ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ქართულენოვანი მხატვრული და რელიგიური ლიტერატურა, ასევე, საეკლესიო ნივთები გაგზავნა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა