პრეზიდენტი უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს იუსტიციის საბჭოს სასწრაფო და რადიკალური რეფორმირებისაკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 16:21 | 23.02.2016 ნანახია: 1563იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს, - ამის შესახებ განცხადებები დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საპარლამენტო მდივანმა გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იუსტიციისსაბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლებისპროცესში. ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმებისსწრაფი, დროული და სწორი გატარება დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმირება .
„ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს. მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოსამართლეთაშერჩევა დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს.
მათ მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის კრიტერიუმები დაარღვიეს და იმედი გვაქვს, რომ როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს ვეღარ დააღვევენ.
საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას რა წესითაც გუშინ მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება.
არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი რომ ყველა მათგანი, რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება საბჭოს მაინც არშეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება რაც გუშინ მიიღო" - აღნიშნა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი საზოგადოების მხრიდანამ ინსტიტუტისადმი ნდობაა, თუმცა ამ ეტაპზე, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს.
„ამასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკანსკნელ პერიოდში, თუ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასთან თუ სასამართლო თანამდებობის პირებისგათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისი განცხადებით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში მითითებული იყო იუსტიციის საბჭოს მყისიერი რეფორმის დაწყების და გატარებისაუცილებლობა, შესაბამისად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსრადიკალური რეფორმირება იმისთვის, რომ ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა