ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 23.02.2016
ნანახია: 1467

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 18 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტები აღმოაჩინეს საბაჟოკონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულავტობუსში, რომელსაც მართავდა რუსეთის მოქალაქე ვ.მ. . ავტობუსში იმყოფებოდა მეორე მძღოლიც, საქართველოს მოქალაქე ა.ც.

ავტობუსის სალონის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად,შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უკანა სავარძლებიდან ამოიღესფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ЛИРИКА– 28 კაფსულა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტიTRAMADOL - 200 აბი. მძღოლების განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები იყო ამანათი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე