Ural Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 23.02.2016
ნანახია: 1352

რუსული ავიაგადამზიდავი Ural Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას გეგმავს.

როგორც გამოცემა, avia.pro იტყობინება, დღეისათვის ავიაგადამზიდავი საქართველოს მიმართულებით კვირაში ერთ რეგულარულ რეისს ასრულებს. გამოცემის ინფორმაციითვე, თუ კი Ural Airlines-ის ხელმძღვანელობა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებს, მაშინ Ural Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას კვირაში 6-მდე გაზრდის.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უკვე ხვალინდელი დღიდან Ural Airlines-ი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში 2 რეისს განახორციელებს, ხოლო ზაფხულში ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისს რეისს ფრენების ზრდას კვირაში 3 სიხშირემდე გაზრდის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე