პატრიარქთან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის შეხვედრა ვერ მოხერხდა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 06.05.2022
ნანახია: 484

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, პატრიარქი მათ არ ხვდება. მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა შეხვედრის სურვილი რამდენჯერმე გააჟღერა. შუამავალმა სასულიერო პირებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე უარის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

"ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ შევხვედროდით ყველას, საპატრიარქოს პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. საპატრიარქო თავისთავად, ყველამ ვიცით, უნდა გამოირჩეოდეს და გამოირჩევა მოყვასის სიყვარულით და მისი სიცოცხლის გაფრთხილებით, შესაბამისად, ჩვენი თხოვნა იყო თავიდანვე, ჩემი პირადი თხოვნა თუნდაც, შევხვედროდი პატრიარქს, ელემენტარულად ამეხსნა მისი სულიერი შვილის, მოყვასის, ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაშია, რეალურად ებრძვის სიკვდილ-სიცოცხლეს, მინდოდა საქმის კურსში ჩამეყენებინა, მომესმინა მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. 

სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ მოხერხდა, რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია მასთან იყო მეფეების საშუალებით, რომლებმაც თავიდან მითხრეს, რომ მზად იყო შესახვედრად, შემდეგ მითხრეს, რომ შეხვედრა სავარაუდოდ ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა დამაკმაყოფილებელი", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე