Huawei-მ Apple-ს კონკურენტი კომპიუტერი გამოუშვა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 23.02.2016
ნანახია: 1283

 

ჩინურმა კომპანია Huawei-მ, რომელიც დღემდე მობილური მოწყობილობების და სატელეკომუნიკაციო სისტემების წარმოებით იყო დაკავებული, კომპიუტერი გამოუშვა.

როგორც გაზეთი China Daily იტყობინება, ჯერ კიდევ იანვარში გაჩნდა ინფორმაცია, რომ Huawei თებერვალში თავის პირველ, პერსონალურ კომპიუტერს გამოუშვებდა, რომელიც Apple-ის პროდუქციას გაუწევდა კონკურენციას.

კომპიუტერის ჩვენება ბარსელონაში გამოფენაზე - Mobile World Congress-ზე უკვე მოხდა და მისი სახელია „Huawei MateBook“.

„Huawei MateBook“-ის რეალიზაცია აპრილიდან დაიწყება და მისი ფასი ევროპული ბაზრისთვის 799 ევროდან, ხოლო აშშ-ს ბაზრისთვის 699 დოლარიდან იქნება.

კომპიუტერი წონა 640 გრამი იქნება, ხოლო ეკრანის ზომა 12 დიუმი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე