გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 23.02.2016
ნანახია: 1468

სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვდნენ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.

პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოშ პოლიტიკური პატიმრები არიან. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას საქმეზე პროცესი პირველ მარტს განახლდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე