„შილდაჰესი 1“-ს კომპანია „ჰიდროენერჯი“ ააშერნებს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 23.02.2016
ნანახია: 1412

„შილდაჰესი 1“-ს კომპანია „ჰიდროენერჯი“ ააშერნებს. როგორც მთავრობის №199 განკარგულებიდან ირკვევა, ჰიდროენერჯი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე 1397 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2575 ლარად ხდება.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული „შილდაჰესი 1“-ის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე