დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო

საქართველო, თბილისი - 11:36 | 02.05.2022
ნანახია: 458

დღეიდან საქართველოში პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება.

მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. შეიძლება თქვას, რომ კოვიდვითარება დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს 51 ახალი შემთხვევა გვქონდა. ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდი ვითარებაა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები.

დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებში. ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“,




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე