„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს" - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოფენა კგაიმართა
საქართველო, თბილისი - 09:36 | 23.02.2016 ნანახია: 2512„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…” - ამ სიტყვებით გაიხსნა „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართული გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოგამოფენა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. სამხედრო სასწავლებელში გენერალ კვინიტაძის რესტავრირებული სამხედრო მუნდირი, ხელნაწერები, ჯილდოები და პირადი ნივთებიც გამოიფინა.
სამხედრო სასწავლებლის მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე კი ახალგაზრდებს „ცოდნის კვირეულის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატების მიღწევა სწორედ განათლებითა და ცოდნითაა შესაძლებელი.
„თავდაცვის სამინისტროში გრძელდება „ცოდნის კვირეული.“ კვირეულის არსია, ხაზი გავუსვათ, რომ ცოდნა არის მთავარი ფასეულობა, რითაც სამხედრო მოსამსახურე აღწევს პირად და კარიერულ წარმატებას. ამით ჩვენი უწყება აღწევს წარმატებას და ჩვენი სახელწმიფო აღწევს გამარჯვებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტებთან ერთად ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა საითიძემ მათ საჯარო ლექცია „გენერალი გიორგი კვინიტაძე“ წაუკითხა.
დღესვე კადეტთა ლექსების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელების მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ცოდნის კვირეულს“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით ახორციელებს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა