„საქართველოს მომავალი ნატოსთან“ - ვარშავის მომავალ სამიტზე, რეგიონულ პოლიტიკაზე ისაუბრეს

საქართველო, თბილისი - 09:34 | 23.02.2016
ნანახია: 1671

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში შოთა ღვინერიამ გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ სადილში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე - „საქართველოს მომავალი ნატოსთან“ - ვარშავის მომავალ სამიტზე, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის უარყოფით როლზე, ნატოში არსებულ პროცესებსა და რეგიონულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.

„ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის და, საბედნიეროდ, არა მხოლოდ საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვართ ჩართული ამ დიალოგში - არა მხოლოდ ამ ფორმატში. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს კუთხიდან დავანახოთ რეგიონში არსებული პრობლემები. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველო და ჩვენი რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორები, მზად ვართ, ვიტვირთოთ წვლილი ამ უსაფრთხოების განმტკიცებაში,“ - განაცხადა შოთა ღვინერიამ.

ორდღიანი კონფერენცია - „ნატოს სამეზობლო: სტაბილურობის გენერაცია“ თბილისში „გერმანიის მარშალის ფონდის“, „საერთაშორისო პოლიტიკის ასოციაციისა“ და „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე