უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 30.04.2022
ნანახია: 475

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ის ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძეა, მეტსახელად "გრუზინი".

ვიტალი ორბელაძე რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

გავრცელებული ცნობით, ვიტალი ორბელაძე აფხაზეთიდან დევნილი, უკრაინის მოქალაქე იყო და კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე