ინვესტორები აჭარაში ცემენტის ქარხნის მშენებლობით დაინტერესდნენ (VIDEO)

საქართველო, თბილისი - 16:58 | 22.02.2016
ნანახია: 1422

ინვესტორები აჭარაში ცემენტის ქარხნის მშენებლობით დაინტერესდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ”აშკალეცემენტის“ დირექტორს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინვესტორებმა ბათუმში ცემენტის ქარხნის მშენებლობისადმი ინტერესი გამოხატეს.

მთავრობის პირველმა პირებმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იონა წითელაძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნიჰათ ქილიჩი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით კომპანია 50 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე ცემენტის დაფქვისა და შეფუთვის ქარხნის მოწყობაში 30 მლნ აშშ დოლარის, მზა ბეტონის წარმოების უზრუნველყოფისთვის კი 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. ახალი საწარმო პირველ ეტაპზე 140 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სატრანსპორტო და სხვა მომსახურეობებზე კი ჯამში 1500 -მდე ადამიანი დასაქმდება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე