თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 22.02.2016
ნანახია: 1580

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 
ამ გადაწყვეტილებას საბჭოს პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა ყველამ დაუჭირა მხარი.
სხდომის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ განმარტა, რომ საუბარია პრეტენზიები ეხებოდა საბჭოს უფლებამოსილებას სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების განსაზღვრის თაობაზე. 
"გამოვლინდა შესაძლო დარღვევები, რაც უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მენეჯმენტს. აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. დღევანდელ სხდომაზე ვაპირებთ ეს საკითხი შევაფასოთ. საუბარია საბჭოს უფლებამოსილებაზე სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების განსაზღვრის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს ვიწრო სპეციალიზაციები განხორციელებულია თავად საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ", - განაცხადა გეწაძემ.

მოგვიანებით, საბჭომ ახვლედიას 5 კითხვით მიმართა და პასუხის გასაცემად დრო 17:00 საატამდე მისცა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე