ფრენებზე ზამთრის განრიგი 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 16:14 | 29.09.2015
ნანახია: 2125

ქართული ავიასივრცე ზამთრის განრიგზე ოქტომბრის ბოლომდე გადავა. როგორც „პრაიმ ნიუს ჯორჯიას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, IATA-ს ნორმების მიხედვით, ზამთრის განრიგი 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება და 28 მარტამდე გაგრძელდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ ამ დროისათვის შესაბამისი ფორმების შევსება დასრულებული არ არის და ამიტომ ამ ეტაპზე ზამთრის ფრენების ზუსტი განრიგი დადგენილი არ არის. ზამთრის ფრენების ზუსტი განრიგი ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ზამთრისა და ზაფხულის ფრენების განრიგი განსხვავებულია. ავიაკომპანიები რეისებს სეზონურობიდან და მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა სიხშირით ახორციელებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე