4-დიუმიანი iPhone კომპანია Apple-ს 5,5 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 22.02.2016
ნანახია: 1435

4-დიუმიანი iPhone კომპანია Apple-ს 5,5 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს. როგორც უცხოური პრესა წერს, RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსი ამიტ დარიანანი მიიჩნევს, რომ 2016 წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით 10 მლნ ეგზემპლიარი iPhone 5SE-ს რეალიზაცია მოხდება. შესაბამისად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 4 დიუმიანი ტელეფონი Apple-ს 5,5 მლრდ შემოსავალს მოუტანს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი, 4 დიუმიანი სმარტფონის წილი, მთლიანად Apple-ის შემოსავალში მიზერული, 2 %-ი იქნება. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლის“ ბევრი კონკურენტი ოცნებობს გაყიდვების აღნიშნულ მაჩვენებელზე.

წინასწარი ინფორმაციით, iPhone 5SE-ს ღირებულება 600 დოლარამდე იქნება. მისი გამოჩენა ბაზარზე კი 15 მარტისთვის არის დაანონსებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე