Swiss-ი საკუთარ მგზავრებს უსადენო ინტერნეტს შესთავაზებს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 22.02.2016
ნანახია: 1334

ავიაკომპანია Swiss International Air Lines-ი ზაფხულის სეზონიდან (რომელიც 27 მარტს იწყება) საკუთარ მგზავრებს უსადენო ინტერნეტს შესთავაზებს. ავიაკომპანია მგზავრს შესაძლებლობას მისცემს ასევე, რომ მობილური ტელეფონის საშუალებით განახორციელოს ზარებიც.

ახალი მომსახურება თავდაპირველად Boeing 777-300ER-ებზე იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ჰონკონგის, ბანკოკის, ლოს-ანჟელესის, სან-პაულოს, სან-ფრანცისკოს და თელ-ავივის მიმართულებით ასრულებენ რეისებს.

მგზავრებს, კლასს მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლებლობა მიეცემათ 3 სახის პაკეტებით ისარგებლონ. 20 მგ-იანი პაკეტის ღირებულება 9 ფრანკია, 50 მგ-იანის 19 ფრანკი, ხოლო 120 მგ-იანი პაკეტის ღირებულება კი 39 ფრანკია.

უფასოდ ინტერნეტით სარგებლობა, მხოლოდ პირველი კლასის მგზავრებს შეეძლებათ. მათთვის ხელმისაწვდომი 50 მგ-იანი პაკეტია.

რაც შეეხება სატელეფონო როუმინგსმ ის ჯერ სატესტო რეჟიმში იმუშავებს. სმს-სა და ხარების ღირებულება დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოლაპარაკებები აქვს მობილურ ოპერატორსა და როუმინგის პროვაიდერ AeroMobile-ს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე