ჯონ ლენონის თმა 35 ათას დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 22.02.2016
ნანახია: 1784

ჯონ ლენონის თმის კულული აშშ-ის აუქციონზე 35 ათას დოლარად გაიყიდა.

10 სანტიმეტრი სიგრძის კულული პარიკმახერს 1966 წლის შემდეგ ჰქონდა შენახული. კლაუს ბარუკი, მას შემდეგ რაც ლენონს თმა ფილმის ”როგორ მოვიგე ომი” გადაღებების დროს შეაჭრა, კულულს 50 წლის განმავლობაში ინახავდა.

მყიდველი დიდი ბრიტანეთიდანაა, მისი ვინაობა უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იშვიათი ნივთების კოლექციონერია.

საინტერესოა, რომ ლოტის თავდაპირველი ფასი 12 ათას დოლარს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე