ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტები დღეიდან გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 21.04.2022
ნანახია: 598

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტები დღეიდან გაიხსნა. იტყობინება ოსური სააგენტო.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების დროებით გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო.

"ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დროებით 2022 წლის 21 აპრილის 08:00 საათიდან 2022 წლის 25 აპრილის 08:00 საათამდე, განახლდება "რაზდახანის", "სინაგურისა" და "პერეუს" გამშვები პუნქტების მუშაობა. ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია განკარგულებაში.

ე.წ. საზღვარზე გამშვებუ პუნქტების "რაზდახანის" იგივე ოძისის (მოსაბრუნი), "სინაგურისა" და "პერეუს" იგივე პერევის დროებით გახსნას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

უწყების ცნობით, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე