AZAL-ი საკუთარ დაბალბიუჯეტიან ბრენდს ქმნის

საქართველო, თბილისი - 14:22 | 20.02.2016
ნანახია: 1429

AZAL-ის „ცოვრებაში“ სიახლეებია. ავიაკომპანიამ გადაწყვიტა საკუთარ- დაბალბიუჯეტიანი სავაჭრო მარკა AZALJET შექმნას, რომლითაც ფრენების საკმაოდ დაბალი ტარიფებით განხორციელდება

როგორც ირკვევა, AZAL-ი ახალი ბრენდით რეისების განხორციელებას უკვე 28 მარტიდან შეუდგება. AZALJET-ით ფრენისას ბარგისა და კვების საფასური მგზავრისთვის უკვე დამატებითი ხარჯი იქნება.

ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ბრენდის გამოტანით, აზერბაიჯანული ავიაგადამზიდავი შეეცდება კონკურენცია გაუწიოს როგორც როგორც კლასიკურ ავიაკომპანიებს, ასევე დაბალბიუჯეტიან სეგმენტში მომუშავე კომპანიებსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით ფრენებს დაბალბიუჯეტიანი Anadolu Jet-ი უკვე ასრულებს, რომელიც Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა. ასევე მარტის ბოლოდან ბაქიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს ლოუკოსტერი WizzAir-იც.

აზერბაიჯანული ბაზრისადმი ინტერესს უკვე აფიქსირებენ თურქული Pegasus-ი და Atlasjet-ი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე