100 000 თუთის ნერგი მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მცირე მეწარმეებს
საქართველო, თბილისი - 18:00 | 19.02.2016 ნანახია: 1451საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია "ასკანელი ძმების“ დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
პრემიერ–მინისტრმა ჯიმშერ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა „ასკანელი ძმების“ მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ წარმატებული თანამშრომლობით, ქართული მეაბრეშუმეობა გადარჩება და განვითარდება.
„ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, სადაც მოვიწვიეთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები. ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და არის წარმატებული ბიზნესმენი, ვთხოვეთ შეექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებდა. მისი მეშვეობით შეიქმნა საქართველოში მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია. ჩვენ მოვუწოდეთ ქართველ ბიზნესმენებს, დაგვხმარებოდნენ კონცეფციის განხორციელებაში. ძალიან სასიხარულოა, რომ წამოწყებას გამოეხმაურა „ასკანელების ჯგუფის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, რომელმაც სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უზბეკეთიდან, შემოიტანა 100 000 თუთის ნერგი და აჩუქა სახელმწიფოს,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. მისივე თქმით, მეაბრეშუმეობა არის წვრილ მეურნეობებზე დაფუძნებული მოდელი, რომლის აღორძინებაც წვრილი წარმოების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.
მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობა ასევე შეაფასა კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ.
„ამ ნერგების დარიგებით მეაბრეშუმეობის განვითარებას შეეწყობა ხელი. ეს ზოგადად მოსახლეობის დასაქმების და მეაბრეშუმეობის გადარჩენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ძალიან მონდომებულია, საინტერესო პროექტების განვითარებას უწყობს ხელს და აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია არსებულ ვითარებაში,“–აღნიშნა ჯიმშერ ჩხაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა