ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რიგით მეორე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 16:47 | 19.02.2016
ნანახია: 2385

 

15 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომლის თემა: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“, იქნება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.

ნაშრომი  უნდა ეხებოდეს ზოგადად ტურიზმს ან ტურიზმის რომელიმე სფეროს. უპირატესობა მიენიჭება ღვინის ტურიზმის და შიდა ტურიზმის სტიმულირების მიმართულებებს, ასევე საქართველოს ტურიზმის განსავითარებლად წარმოდგენილ ინოვაციურ იდეებს.

კონფერენცია მიზნად ისახავს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს.

კონფერენციას მხარდამჭერინი არიან საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ტურიზმის სკოლები და ფაკულტეტები.

წელს კონფერენციის მიმართ განსაკუთრებული ინტერსესით გამოირჩევიან სპონსორები, რომლებიც აქტიურობენ და სხვადასხვა სახის პრიზებს აწესებენ კონფერენციის გამარჯვებულებისთვის და მონაწილეებისთვის.

ამ ეპატზე კონფერენციის სპონსორების არიან: ტურისტული კომპლექსი "შარეულა", B G Wines, Discover Georgia, სასტუმრო "ციტრუსი", სასტუმრო "ძველი მეიდანი", ტურისტული კომპანია "Gisho Tours Georgia", სს. "ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება", სასტუმრო "ალპინა", ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ტური“, სასტუმრო „ლოპოტა“. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უფრო მეტი და მეტი სპონსორი გამოთქვამს სურვილს დააწესოს პრიზი.

„საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ პირველი მნიშვნელოვანი თარიღი 15 მარტი, რომელიც არის თეზისების წარდგენის ბოლო ვადა, თეზისის მოცულობა უნდა იყოს 1-2 გვერდი. საბოლოო ნაშრომის (მოცულობა 5-10 გვერდი) წარდგენის ბოლო ვადა კი 3 აპრილია“, აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gnta.ge/conference/ და www.facebook.com/gntaconference

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე