PMCG-იმ აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 19.02.2016
ნანახია: 1309

ბათუმში PMCG-ის ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

PMCG-ის კონსულტანტებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს რეგიონში არსებული ძირითადი სექტორების უპირატესობები, სისუსტეები, შესაძლებლობები და საფრთხეები (SWOT) და ჩამოაყალიბდეს ძირითადი პრიორიტეტები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დისკუსიას სტრატეგიული მიზნების და ამოცანების შესახებ, ასევე, განვითარების გრძელვადიანი ხედვის შემუშავებას.

სამუშაო შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა მოეწყო პროექტის ფარგლებში, რომელსაც GIZ-ის მხარდაჭერით PMCG ახორციელებს.

პროექტის მიზანია აჭარის მთავრობისათვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ტექნიკური დახმარების გაწევა და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა. სტრატეგია ეფუძნება აჭარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევას, რომელიც ასევე PMCG-მ მოამზადა GIZ-ის ხელშეწყობით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე