იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის მოხმარებაზე პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 29.09.2015
ნანახია: 1813

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას. კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი, გაუქმდეს. მათივე აზრით, სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.

პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ კაჭახიძემაც, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტს ახლა უკვე პარლამენტის სესიაზე ეყრება კენჭი.

დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. ცვლილების მიხედვით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე