გიორგი კვირიკაშვილი „ფრონტერას“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 19.02.2016
ნანახია: 1431

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფრონტერას“ აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო.

შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

ასევე, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა „ფრონტერასთან“ ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე