ჯონი დეპი კინოს ემშვიდობება

საქართველო, თბილისი - 14:08 | 19.02.2016
ნანახია: 2994

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი კინოს დროებით დაემშვიდობება. ”კარიბის ზღვის მეკობრეების” მორიგი სიქველის გადაღების დასრულების შემდეგ მსახიობი მხოლოდ მუსიკით დაკავდება.
ჯონი დეპი დიდი ხანია როკ-მუსიკით არის გატაცებული. ის როკ-ჯგუფ The Hollywood Vampires -თან ერთად ”გრემის” დაჯილდოების ცერემონიაზეც გამოვიდა. ჯონი დეპი როკ-ჯგუფში Aerosmith-ის გიტარისტთან ჯო პერისთან, ვოკალისტთან ელის კუპერთან და ჰგუფ Guns N' Roses-ის მუსიკოს დაფ მაკკაგანთან ერთად უკრავს.

ცერემონიაზე გამოსვლის შემდეგ მუსიკოსებმა გადაწყვიტეს მომავალ მსოფლიო ტურნესთან დაკავშირებით ალბომი ჩაწერონ. The Hollywood Vampires-ი აპირებს ეწვიოს ნიუ-იორკს, ლისაბონს, ვისკონსინს და სხვა ქალაქებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე