ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ გამართვას აპირებენ

საქართველო, თბილისი - 22:38 | 30.03.2022
ნანახია: 541

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინის მარიონეტები რუსეთთან შეერთების თაობაზე „რეფერენდუმის“ გამართვას აპირებენ. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის "სპიკერმა" ალან თადტაევმა რუსულ სააგენტო "ტას"-თან განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ თავის აზრს რეფერენდუმზე დააფიქსირებს, რომელიც უახლოეს ხანებში გაიმართება. ჩვენ რუსეთთან შეერთების ყველანაირი საფუძველი გვაქვს და არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს. მთავარია ჩატარდეს რეფერენდუმი და შევიდეთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - განაცხადა მარიონეტმა, სეპარატისტმა თადტაევმა.  

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია".

ბიბილოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთ ამ მიზნისკენ სვლას გააგრძელებს".

"უახლოეს მომავალში, ჩვენ გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი", - განაცხადა კრემლის მარიონეტმა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს [რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს] "სამხრეთ ოსეთს რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონდა".

"მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე