რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია - ბიბილოვი

საქართველო, თბილისი - 21:10 | 30.03.2022
ნანახია: 509

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ "რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია".

ბიბილოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთ ამ მიზნისკენ სვლას გააგრძელებს".

"უახლოეს მომავალში, ჩვენ გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი", - განაცხადა კრემლის მარიონეტმა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს [რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს] "სამხრეთ ოსეთს რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონდა".

"მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე