რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან 2000 სამხედრო გაგზავნა - უკრაინის შეიარაღებული ძალები

საქართველო, თბილისი - 10:51 | 30.03.2022
ნანახია: 504

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონდან სამხედრო ძალები გადაისროლა. მისი ინფორმაციით, ცხინვალის მეოთხე სამხედრო ბაზაზე რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად, ჩამოაყალიბა რუსი და ოსი სამხედრობის 1200-კაციანი სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ხოლო აფხაზეთის მეშვიდე სამხედრო ბაზაზე შექმნა ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯფუფი 800 კაცის შემადგენლობით.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები დროებითი ფორმირებებია, რომელიც იქმნება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად. მოიცავს სატანკო და მოტომსროლელ ბრიგადებს ერთი ბატალიონის ბაზაზე და მასზე მიმაგრებულია საარტილერიო, საჰაერო თავდაცვისა და საინჟინრო ნაწილები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე