2015 წელს, შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებში ყველაზე დიდი წილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ და სამომხმარებლო სესხებს აქვთ

საქართველო, თბილისი - 13:55 | 19.02.2016
ნანახია: 1388

2015 წელს, შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებში ყველაზე დიდი წილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ (53.8%) და სამომხმარებლო (28.6%) სესხებს აქვთ.

Policy and Management Consulting Group-ის ინფორმაციით, სამომხმარებლო სესხების 78.1% ეროვნული ვალუტით, ხოლო 21.9% უცხოური ვალუტით არის დენომინირებული. განსხვავებული სტრუქტურა აქვს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, რომლის 79.6% უცხოური, ხოლო 20.4% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების მოცულობა 1.7%-ით არის გაზრდილი, თუმცა ვალუტის კურსის ეფექტს თუ გავითვალისწინებთ, აღნიშნული მაჩვენებელი 3.2%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, 53.6%-ით გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, თუმცა ვალუტის კურსის ეფექტის გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია (-5.4%).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე